,,ესე ენაი შემკული და კურთხეული"
https://sway.office.com/A0IK326711J8zV7L?play
პროექტის რეფლექსია
სასწავლო
პროექტი ,,ესე ენაი შემკული და
კურთხეული“ განვახორციელე სსიპ წყალტუბოს
მუნიც. სოფელ ოფშკვითის
საჯარო სკოლაში. პროექტი მიეძღვნა ქართლი ენის
დღეს. სკოლაში ტრადიციულადაა ქცეული
ქართული ენის დღისადმი
აქტივობების ჩატარება, მაგრამ
,,მკითხველთა კლუბთან“ ერთად გადავწყვიტეთ გაგვეფართოებინა ეს აქტივობები, რამაც საბოლოოდ პროექტამდე
მიგვიყვანა.
ამ პროექტის
მიზანი იყო ზოგადად,
ქართული ენის პოპულარიზაციაში მოსწავლეთა
წვლილის შეტანა; კერძოდ,
კი
Ø კითხვის, წერისა
და ზეპირმეტყველების უნარის განვითარებისთვის ხელშეწყობა;
Ø შემოქმედებითობის წახალისება;
Ø მოსწავლეთა თვითრწმენის გამომუშავება (საჯარო
გამოსვლები, პრეზენტაციები);
Ø სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნის ინტეგრაცია
(მაგალითად, ისტ, ხელოვნება, მუსიკა); დაგეგმილი ყველა აქტივობა განვახორციელეთ.
პროექტი ყველაზე
წარმატებული იყო
რეფლექსიის/გამთლიანების ფაზაში, რადგან
უამრავი ნამუშევარი მოგვიგროვდა, რამაც დაგვარწმუნა
იმაში, რომ კონკურსებსაც
მაღალ დონეზე ჩავატარებდით, გამოვლინდებოდა ღირსეული
გამარჯვებულები.
პროექტი სასარგებლო
იყო მოსწავლეებისთვის, რადგან მათ მუშაობა მოუხდათ
ჯგუფებში, შექმნეს პოსტერები, ხელნაწერები,
მინიატურული ხელნაწერი წიგნები, ანიმაციები, ვიდეოპოეზიის
ნიმუშები.
პროექტის ყველაზე
აქტიური და დასამახსოვრებელი ნაწილი
იყო რა? სად? როდის?- თამაშის ფინალური ტური.
მომავალში მსგავსი პროექტის
განხორციელებისას მაქსიმალურად შევეცდები აქტივობები
გავამრავალფეროვნო, რომ ყველა კლასის ყველა მოსწავლე აქტიურად
ჩაერთოს მასში.
No comments:
Post a Comment