საახალწლო ზღაპარი
სცენარი
მონაწილენი:
მეზრაპრე- სალომე
მეფე ლომი- რომანი
მელია- გოგა
დათვი- ქრისტინე
მგელი- ირაკლი
ბაჭიები- მარი, მარიამი, თამუნა, ეკა,ნინო
ნაძვის ხე-
ნინი
თოვლის ბაბუა-
გიორგი
(ჩაბნელებულ
სცენაზე შემოდის მეზღაპრე
და მღერის)
მეზღაპრე: მე ვარ მეზღაპრე კეთილი, თქვენთან განგებ
მოვლენილი, გიამბობთ ზღაპარს: იყო და არა იყო რა...
იყო და არა იყო
რა, ღვთის უკეთესი
რა იქნებოდა, იყო შაშვი მგალობელი,
ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
ზღაპარი, რომელიც
მე უნდ გიამბოთ
სახალწლოა. მასში მოთხრობილი
ამბავი ერთ დიდ უღრან ტყეში მოხდა.
31 დეკემბერს
უღრანი ტყის ბინადარნი
შეკრებელიყვნენ საახალწლო ნაძვის
ხის ირგვლივ და მოუთმენლად
ელოდნენ როდის ჩამოჰკრავდა
საათი თორმეტს, რომ საახალწლო კარნავალი
გაეჩაღებინათ. სამეფო ტახტზე
დაბრძანებულიყო მეფე - ლომი და თვალყურს ადევნებდა
სამზადისს.
ლომი: __მოურავო!(კვერთხს დაარტყამს
იატაკს)
...................................................
ლომი: ___ჰეი, მელაკუდავ, სადა ხარ,
კაცო, არ გესმის?!
მელა: _____ აქა ვარ,
ჩემო ხელმწიფევ, შენი ჭირიმე!
ლომი: ___მოურავო,
აბა, მომახსენე როგორ შევხვდებით
ახალ 2014 წელს!
მელა: ___ჩემო მბრძანებელო, არაფერი
დავიშურე, რომ კარგი კარნავალი
გვქონოდა, შენი ჭირიმე!
ლომი: ___მაინც, მაინც როგორი?!
მელა: ____საახალწლო
ნაძვის ხედ საუკეთესო
ნაძვი ავარჩიე, დიდო მეფეო, სათამაშოები
უცხოეთიდან გამოვიწერე...
ლომი: __ყოჩაღ, მელაკუდავ, ყოჩაღ!
მელა: ____ტყის ბინადრებმაც ძალიან
მოინდომეს, მეფეო! განსაკუთრებით
ბაჭიებმა იმარჯვეს, ყველაზე
მეტად მათ უხარიათ
ახალი წლის მოსვლა.
ლომი: __ყოჩაღ, ყოჩაღ!
მელა: ____თოვლის ბაბუაც მოვიწვიე
ლაპლანდიიდან და კუდიც კი შევიღებე
, დიდო მეფეო!
ლომი: ____ ეს აღარც კი ხუმრობს!
(ამ დროს შორიდან ისმის სიმღერის ხმა)
ლომი: ____ესენი ვინ
არიან ?
ვისი ხმა ისმის ,
მოურავო?
მელა: ____ესენი
ბაჭიები არიან, მეფეო,
ისინი წელს პირველად
ხვდებიან ახალ წელს, ამიტომ ძალიან
უხარიათ! სულ მღერიან,
სულ კისკისებენ, ძალიან
ანცები და საყვარლები
არიან!
ლომი: ___ ჰეი, ბაჭიებო, რას იმალებით
მანდ?! მოდით ჩემთან, ყველამ ერთად ვიმღეროთ!
(შემოდიან ბაჭიები,
ყველა მღერის ერთად,
თან ცეკვავენ)
სიმღერა:
გამარჯობა, ვართმევთ
ხელს,
ვატრიალებთ კარუსელს,
ქუსლი, ცერი, აქნევ ფეხს,
ადგილს ვუცვლით
ერთმანეთს.
მაღლა ახტი, ჰოპ.
მერე ისევ ძირს,
იმოძრავე სწრაფად,
ხელი ააყოლე
ლინკს.
თითს მიაჭერ
ცხვირს,
ხელს მიადებ
ფეხს,
ზემოდ, ქვემოდ
ათამაშებ,
ატრიალებ ხელს.
ერთად გართობის
დროა,
ხელი სწრაფად
აუწყვე ლინკს,
ფრთები გაშალე
გაფრინდი, ჰე,
არ ჩამოფრინდე ძირს.
გამარჯობა, ვართმევთ
ხელს,
ვატრიალებთ კარუსელს,
ქუსლი, ცერი, აქნევ ფეხს,
ჩავეხუტოთ ერთმანეთს.
(ისმის საათის ხმა. ლომი
აიღებს ფიალას და ამბობს
სადღეგრძელოს)
ლომი: ___ტყის ბინადანო, 2914 წელმა შემოაბიჯა
ჩვენს ქვეყანაში! სიკეთის
მომტანი ყოფილიყოს ეს წელი ყველასთვის!
დაე, მუდამ იშრიალოს
ჩვენს ტყეში მუხამ,
რცხილამ, ცაცხვმა, წიფელმა,
ნაძვმა, ფიჭვმა! დაე, ჩვენს ტყეს
ამშვენებდეს ქორბუდა ირემი! არასოდეს დამშრალიყოს
მთის წყარო! დღეს
და მრავალ წელს, დღეს
და მრავალ წელს,
როცა ახალ წლის დილა დგებოდს,
მხოლოდ დიდება შენს გზა სავალზე,
მხოლოდ დიდება დაგბედებოდეს!
დღეს და ყოველთვის, როცა ახალ წლის
დილის მზის სხივი შენს მთებს სწვდებოდეს,
ასი ათასი,
ასი ათასი, მხოლოდ
მშვიდობა,
მხოლოდ მშვიდობა
დაგბედებოდეს!
(ლომი დაცლის ფიალას.
დათვი გაუვსებს ისევ)
ლომი: ___ ალავერდით
შენთანა ვარ, მოურავო!( გადასცემს მელიას
ფიალას)
მელა: ___ იცოცხლეთ,
დიდო მეფეო!
გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ!
შენ, ვისაც ჩვენი ტყე გიყვარს!
ლომი ხარ! დათვი ხარ! მგელი ხარ! ტყრა ხარ!
ეს სულერთია
ვინ
ხარ!
ახალი წელია, თოვლიც
გვესალმება,
თოვლიც გვესალმება ციდან,
ცრემლები?--ცრემლებზე ბოდიში!
ღიმილი?--ღიმილი
რამდენიც გინდათ!
გილოცავ! გილოცავ! ახალ წელს გილოცავ!
შენ, ვისაც ჩვენი ტყე გიყვარს!
შველი ხარ! არჩვი ხარ! ციყვი ხარ! ზღარბი
ხარ!
ეს სულერთია ვინ ხარ! გაგიმარჯოოოთ!(ცლის ფიალას)
ლომი: ___ყოჩაღ, მელაკუდავ! კაცი ხარ კაცური!(ფიალას გადასცემენ დათვს)
დათვი: ___
ღმერთმა ისე აგაშენოთ, როგორც
შიოს მარანიო,
პური, ღვინო ბევრი მოგცეთ,
შემრგო, ტკბილი, ალალიო,
ჭირნახული,
ხვავ-ბარაქა და წყალობა
მრავალიო...
ოქრო-ვერცხლი __დიდი სკივრით,
გრძნობა-გული ხალასიო,
ათი ვაჟიშვილი მოგცეთ,
ათივ კარგი ვაჟკაციო,
ლოცვა ყველას შეგეწიოთ
იოაკიმ-ანასიო! გაგიმარჯოოოთ!(დაცლის
ფიალას)
ნაძვის ხე:
მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა,
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ.
ბაჭია:
ახალი წლის საღამოა,
ქარი ქრის და ფიფქი ცვივა,
თოვლის საბანს რომ იხურავ,
ნაძვის ხეო,
არა გცივა?!
ნაძვის ხე:
არა მცივა, ბაჭიებო,
მე მოვედი, რომ
ახალი
მე ღიმილი თქვენი მათბობს, მოგილოცოთ
წელიწადი.
და გისურვებთ რომ თქვენს გულშიც სიმღერებით ცა მთოვარი
არასდროს არ დაიზამთროს! გაათბეთ
და გაადარეთ,
უღრან ტყიდან
მოვიჩქარი,
ეს ახალი წელიწადიც
ისე ძლიერ შემიყვარდით, ბედნიერად გაატარეთ!
______ნაძვის
ხეო, ნატვრის ხეო, ლამაზო და მშვენიერო,
როგორ მინდა შენს გარშემო
ვიმღერო და თან ვიცეკვო!
ჩვენთან ერთად მოგიწვიეთ,
გაერთო და ჩვენც გაგვართო,
ყინვასა და სიცივეში
რა გინდოდათ ტყეში მარტო
?!
ვხედავ, სახე გაგიბრწყინდა, დაგვიმშვენე
კურდღლებს მხარი,
ახალი წლის სტუმარი
ხარ, ჩვენი ზამთრის
მეგობარი!
_____ყურცქვიტები,
ნაბიები და ღრუტუნა
გოჭები,
კამფეტებიც გამოგისხამს
მოხატული ფოჩებით,
გამარჯობა, სიცოცხლის ხევ, საახალწლო ნაძვის
ხევ!
ვიცი ლხინით
რად მოსულხარ და ღიმილით რად გვიცქერ...
წამოსულ შორი გზიდან
და სულ ღიმილს
უნდები.
მაშ, გაისად ბევრზე
ბევრი საჩუქრები გაგვიწყვე,
გამარჯობა,
სიცოცხლის ხევ, საახალწლო ნაძვის
ხევ!
ლომი: ყოჩაღ! ყოჩაღ!
ძალიან მომწონხართ! ბაჭიებო,
ერთი კარგი ცეკვაც
დაამშვენებდა ჩვებს ნაძვის
ხეს!
(ცეკვა ,,ქართული“, შეასრულებენ:
)
მეზღაპრე:
თოვს ხვავრიელდ, ზრაპრულად,
ზამთრის ფაფუკი ფრთებით,
გადაბამბულა
მინდვრები, გადაბამბულა მთები,
მოსდევს თოვლსა და ახალ წელს არდადეგები ზამთრის,
თოვს, ახლა სახლში
რა გაძლებს, მესამე
დღეა ბარდნის...
ციყვი:
საყელოწამოწეული
თუ სადმე შემხვდა
მგზავრი,
და .... კურდღლის ბაჭია აღმოჩნდა, უნდა ვიყარო ჯავრი!
ბაჭია:
ციყვო, მიყვარხარ ძმასავით,
ვიცი, მესროლო უნდა,
მაინცდამაინც
ქვასავით ნუ ჩაატყვიებ
გუნდას!
ციყვი: ციც, კარგად ვიცი მე თქვენი
მელაკუდობის ნიჭი,
აგერ ერთს ხუთმა წაასწრეთ,
თოვლში მარხია ციყვი!
(გაეკიდებიად
კურდრელს გუნდებით)
მეზღაპრე:
სერზე სიცილი წკრიალებს, არის ბრძოლა
და ქროლა,
მთელ დღეს ციგებით
სრიალი, მთელ დღეს გუნდების სროლა...
(ჯინგლ ბელს..ისმის კაკუნის
ხმა)
ლომი:ჩუმად, ბაჭიებო, ჩუმად,
მგონი ვიღაც გვესტუმრა...მოურავო, გახედე
სტუმარს!
____ვინც მოვიდა გაუმარჯოს, გზა მიეცით განიერი!
თოვლის პაპას გაუმარჯოს, მისი მრავალჟამიერი!
თოვლის
ბაბუა:
გამარჯობათ, გამარჯობათ, ჩემო კარგო პატარებო,
ჩემს ფიქრსა
და ოცნებებში დღედაღამე
ნატარებო,
ახალი წლის მობრძანებას
მოგილოცავთ ლამაზებო!
წვერი მაქვს ქაღალდივითა ,
ენა მაქვს შაქარივითა,
საჩუქრებიც თან მომაქვს, უთვალავი,
ულევი,
ჯერ აქ იდოს ხურჯინი, პატარებო,
ნუ ღელავთ,
როცა ზეიმს მოვრჩებით,
გაგახარებთ სუყველას!
ლომი: აქეთ მობრძანდი
, თოვლის ბაბუ!
(ლომი ბაბუას თავის გვერდით დააჯენს.
ისმის სიმღერის ხმა. გამოდის კურდღელი-წითელქუდა )
წითელქუდა: ოჰ, რა მძიმეა
ეს ოხერი! აბა, რა იქნება, საახალწლო
სუფრას ხომ უამრავი
რამ სჭირდება!
(გამოდის მგელი)
მგელი:
ჩემო კარგო კურდღელო,
მომე კალათს წაგიღებ,
ხოლო სამადლობელად ერთ ცალ კანფეტს
ავიღებ!
წითელქუდა:
არა მგელო, მგელუკა, არ
ვარ ისე დაღლილი,
რომ კალათა
მოგანდო საჩუქრებით ავსილი!
ყველანი ერთხმად:
მართალია ნათქვამი: მგელი მაინც მგელია!
მგელი:
ქურდობას არ ვიკადრებ,
დღეს ახალი წელია!
ლომი:
ყოჩაღ, მგელო! ყოჩაღ,
ყურცქვიტა! ეეე, მეც მომინდა
ვილხინო! მოურავო! ერთი საცეკვაო ჩამირთე,
ეს ბერიკაცი უნდა ვაცეკვო!
(ცეკვა ,,აჭარული“)
____ თოვლის ბაბუ, საჩუქრებს როდის დაგვირიგებ?
თოვლის
ბაბუა: ჯერ რა დროს საჩუქრებია! ჯერ ლექსები უნდა მომიყვეთ,
პატარებო!
_____ ბიჭოს,
რა თოვლი მოსულა,
ნეტავ, საიდან მოსულა?!
იმდენხანს დააგვიანდა, ალბათ,
ძალიან შორიდან.
აუ, რამდენი ფიფქია,
ფიფქები ცაში მიჰქრიან,
ასე ლამაზი თუ იყო ზამთარი,
არც მიფიქრია!
_____ რა კარგია
დღეს რომ უხვად თოვლი
მოდის ციდან,
მე მამიკომ გუშინ დილით მომიტანა
ციგა.
თავდაღმართზე ჩავიქროლებ, არავის
ვთხოვ შველას,
ვისაც ციგა არ ექნება, ვაციგავებ
ყველას!
_______ ცა
ნაცრისფრად გაცრეცილა, თოვლი მოდის... თოვს...
ენძელები ცვივა ციდან,
თოვლი მოდის... თოვს...
ფანტელ-ფანტელ, ფთილა-ფთილა, თოვლი მოდის...
თოვს...
ხელისგულზე ნაზად,
ფრთხილად ეცემა და თოვს...
თვალებსა
გვჭრის ზამთრის დილა, თოვლი
მოდის... თოვს...
თოვლის პაპა მოწყენილა, თოვლში
თამაშს გვთხოვს...
__აბა, გუნდა, აბა, ციგა, ნუ დავკარგავთ დროს!
თოვლი მღერის, თოვლი ცეკვავს, თოვლი მოდის... თოვს...
მელა: დიდო მეფეო, თქვენს
წინაშე წარდგებიან ჭორიკანა
ბაჭიები!
(სიმღერა
,,ჭორიკანა“)
მელა: ყოჩაღ, ბაჭიებო, თქვენ ნამდვილად გეკუთვნით
საჩუქრები!
_____ ნაძვის ხეო,
ნატვრისხეო, გული ლხინით
აგვივსეო,
ნუ დაგვღალე,
თოვლის ბაბუ, საჩუქრები
გვარირსეო!
თოვლის
ბაბუა: მალხაზებო,
მანანებო, ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო!
(თოვლის ბაბუა
არიგებს საჩუქრებს)
მეზღაპრე:
რაც არ უნდა ყინავდეს, რაც არ უნდა თოვდეს,
ლოლუები ბრწყინავდეს,
თოვლის ბუქი გრგვინავდეს
და მინდვრებში ქროდეს,
ჩაკარგდება
თოვლი, ჩათავდება თოვა,
შორი გზების მოვლით,
სულ ერთია, სულ ერთია,
გაზაფხული მოვა!
ისევ მოკრიალდება მწვერვალები
თეთრი,
ისევ მოტრიალდება, ისევ მოგრიალდება გაზაფხულის
ეტლი!
ასე დასრულდა ჩვენი საახალწლო ზეიმი.
ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი
აქა!
(ა ლ ი ლ ო)
ჩატარების დღე : 29 დეკემბერი.2014
წელი
ღონისძიების სახელწოდება
: „საახალწლო
ზღაპარი“
სკოლა :
სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ოფშკვითის
საჯარო სკოლა
კლასი :
მეექვსე კლასი
მასწავლებელი:
ფიქრია ჯანგავაძე
ძირითადი თემა / საკითხი : საახალწლო კარნავალის/მოსწავლეები წარმოადგენენ
საკლასო სპექტაკლს ,,საახალწლო ზღაპარი“/
მისაღწევი შედეგები
თავდაპირველი გეგმის მიხედვით
:
1.
მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად შეარჩიეს კარნავალის
მოწყობის ფორმა;
2.
დაწერეს სცენარი;
3.
გაინაწილეს როლები;
4.
მუსიკის გაკვეთილებზე
მოამზადეს მუსიკალური ნომრები;
5.
ხელოვნების გაკვეთილებზე შექმნეს
დეკორაციები, ნიღბები და სხვ.
6.
აუდიტორიას
წარუდგინეს თავიანთი ნამუშევარი
საკვანძო მეთოდები / სტრატეგიები :
,,გონებრივი
იერიში“/გამოვიყენე ღონისძიების ფორმის
შერჩევისა და სცენარის
დაწერისას/; გამომსახველობითი კითხვა; როლური თამაში.
ძირითადი სასწავლო რესურსები :
პროექტზე მუშაობის დროს გამოყენებული იქნა : საინფორმაციო ტექნოლოგიები - კომპიუტერი, ფლეშ-მეხსიერება, ინტერნეტი, პრინტერი, DVD დისკი, ციფრული ფოტოაპარატი.
ღონისძიების შედეგები:
1. რამდენად
მიაღწიეს მოსწავლეებმა შედეგს?
მოსწავლეებმა
მიაღწიეს შედეგს:მაყურებელს მოეწონა მათი
წარმოდგენილი სპექტაკლი 2.უფრო მეტად რომელი
შედეგით ხარ კმაყოფილი? როლური თამაშით
3.
რა გავლენა იქონია
ღონისძიებაზე გამოყენებულმა
სტრატეგიებმა მოსწავლეთა ჩართულობაზე?
მოსწავლეებისათვის როლების
განაწილება მოხდა მათი ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით. ყველა მოსწავლე იყო დატვირთული
. არ
მომხდარა აქცენტის გაკეთება
მხოლოდ ძლიერ მოსწავლეებზე. ამან მოტივაცია
აუმაღლა მოსწავლეებს და მათზე დაკისრებულ
დავალებებს წარმატებით გაართვეს
თავი. იყვნენ ძალიან კომუნიკაბელურები, ეხმარებოდნენ ერთმანეთს... 4. რაზე
მეტყველებს მოსწავლეთა ნამუშევრები ?
მოსწავლეთა ნამუშევრებმა
დამანახა მათი დამოკიდბულება
საკუთარი მოვალეობებისა და კლასის მიმართ. მათ
კარგად აღიქვეს საკუთარი
წვლილი საერთო წარმატების
მიღწევაში. მათ შეუძლიათ მსგავს
თეატრალიზებულ წარმოდგენებში წარმატების
მიღწევა.
5.უფრო
მეტად რომელი უნარების
განვითარება ან გავარჯიშება
გამოიკვეთა ? გამომსახველობითი კითხვის,
კრეატიული აზროვნების, როლური
თამაშის, გუნდურად მუშაობის
უნარ-ჩვევები.
6.თქვენ რა გამოგივიდათ ყველაზე უკეთ? ჩემი აზრით, ყველაზე კარგი გამომივიდა სცენარი,
აგრეთვე როლების განაწილება.
7. როგორ შეიცვალა ღონისძიების სამოქმედო გეგმა მსვლელობის პროცესში, რატომ ?
ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო VI კლასის საკლასო ოთახში, მაგრამ მაყურებლის სიმრავლის გამო ჩავატარეთ სკოლის ფოიეში.
8.ამავე ღონისძიების
ხელახლა ჩატარების შემთხვევაში
რას შეცვლიდით? აუცილებლად ჩავატარებდი
სცენაზე, რომ ნომრებს
ეფექტურობა არ დაკარგვოდა;
ჩავრთავდი სახალისო ნომრებს,
რომლებშიც მონაწილეობას მიიღებდა
მაყურებელიც; გადავიღებდი ვიდეოს.
მშვენიერი სცენარია
ReplyDeleteგმადლობთ
Deleteძალიან კარგი და საინტერესო სცენარია.
ReplyDeleteგმადლობთ
Deleteძალიან მომეწონა თქვენი სცენარი დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ამ სცენარის მაყურებელი
ReplyDeleteგმადლობთ
Deleteმეც მომეწონა კარნავალს აუცილებლლად ამ სცენარით დავდგავ...მადლობა
ReplyDelete